რუსეთის გარიგება სამხედრო ტექნიკაზე თურქეთტან გამოაშკარავებულია

loading...

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხი“ მზად არის, ანკარის სურვლის შემთხვევაში, თურქეთს საკუთარი თვითმფრინავი „სუ35“ მიაწოდოს. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა.
მანამდე აშშ-მ თურქეთი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ეს400“-ის შეძენის გამო „ეფ35“-ის პროგრამიდან გარიცხა და შეკვეთილი თვითმფრინავების მიწოდებაზე უარი უთხრა.
ამერიკული „ეფ35“ მეხუთე თაობის მრავალფუნქციური თვითმფრინავია, ხოლო რუსული „სუ35“ მიეკუთვნება „4++“ თაობას, არის მეოთხე თაობის „სუ27“-ის ორგზის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც თავისი მაჩვენებლებით თითქმის უახლოვდება მეხუთე თაობის დასავლური წარმოების თვითმფრინავებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.скачать dle 11.3
245 / 18 July 2019
loading...
სხვა სიახლეები
კომენტარები