საქართველოს პრეზიდენტი ისევ სკანდალში ეხვევა! ქალი რომელთან ერთადაც მას პოტოს გადაღება ეამაყება?!

loading...



პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში იმპერატორ ნარუჰიტოს ინტრონიზაციას დაესწრო. ცერემონიას მსოფლიოს არაერთი ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა ფოტო მიანმარის ლიდერთან აუნ სან სუ ჩისთან, რომელსაც როჰინჯი მუსლიმების გენოციდის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს.
აუნ სან სუ ჩი წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველად მიიჩნეოდა, თუმცა მიანმარში როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო მისი სტატუსი ნელ-ნელა ეჭვის ქვეშ დადგა.
როჰინჯი მუსლიმების დევნის გამო აუნ სან სუ ჩი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ და საპატიო ჯილდოები ჩამოართვეს.
2007 წელს კანადის პარლამენტმა აუნ სან სუ ჩის კანადის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა, რომელიც როჰინჯი მუსლიმების მასობრივი მკვლელობის გამო 2018 წელს ჩამოართვა.
2018 წლის ნოემბერში მიანმარის ლიდერმა კიდევ ერთი ჯილდო დაკარგა.
ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, Amnesty International-მა მუსლიმების გენოციდის გამო, აუნ სან სუ ჩის „სინდისის ელჩის“ ჯილდო ჩამოართვა.
ეს ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოა, რომელიც მან 2009 წელს მიიღო.
როგორც Amnesty International-მა მაშინ განცხადებით, აუნ სან სუ ჩის ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის გაღვივებას როჰინჯი მუსლიმების წინააღმდეგ, ის უარყოფდა გენოციდზე ბრალდებებს და ხელს უშლიდა საერთაშორისო გამოძიებებს.
პრეზიდენტი კი აუნ სან სუ ჩისთან ერთად გადაღებულ ფოტოს შემდეგი წარწერით აქვეყნებს:
„Aung San Suu Kyi ნობელის პრემიის ლაურეატი. თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში გატარებული ცხოვრება ! დღევანდელი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული ქალი! ქალი, რომელმაც პოლიტიკას ღირსება შეუნარჩუნა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
скачать dle 11.3
19 892 / 23 October 2019
loading...
სხვა სიახლეები
კომენტარები