"ვხედავ ბანკირის სიკვდილს" - ლელა კაკულია მომავალ მკვლელობას დეტალებში აღწერს

loading...



წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ლელა კა­კუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კი­დევ ერთ მკვლე­ლო­ბა­ზე წერს, რო­მე­ლიც მისი თქმით, მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა. კა­კუ­ლია ამ­ბობს, რომ ეს იქ­ნე­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­საც ბან­კი­რი შე­ე­წი­რე­ბა.
"ვხე­დავ ერთი პი­როვ­ნე­ბის სიკ­ვდილს. ეს ბან­კი­რია. მას, კი­ბე­ზე რო­გორც კი დად­გამს ფეხს, პირ­ვე­ლი­ვე სა­ფე­ხურ­ზე, იქვე ეს­ვრი­ან. ეს არის შუ­რის­ძი­ე­ბა, რაც სა­ბან­კო საქ­მე­ებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია. ვხე­დავ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვე­ღარ აკონ­ტრო­ლე­ბენ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს, ვერ აფა­სე­ბენ სა­კუ­თარ მდგო­მა­რე­ო­ბას და ფიქ­რო­ბენ, გა­ჭირ­ვე­ბას შუ­რის­ძი­ე­ბით გა­უმკლავ­დნენ. შუ­რის­ძი­ე­ბა თით­ქოს მე­ტად ღრმად იდ­გამს ფეს­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში; თით­ქოს ყვე­ლას ერთი პა­სუ­ხი აქვს: "მთავ­რო­ბამ არ და­სა­ჯა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. ჩვენ ყვე­ლამ მიგ­ვა­ტო­ვა!". ამ თე­მა­ზე არა­ერ­თხელ მაქვს ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი რვა-ათი წლის წინ.
მოკ­ლედ, მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბე­ბა და გარ­თულ­დე­ბა. მთავ­რო­ბა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბა. ვინ რას აკე­თებს, ღმერ­თმა უწყის. არ იდ­გმე­ბა ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს შე­დეგს და­ა­ნა­ხებ­და და მო­მავ­ლის იმედს მის­ცემ­და. "გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს!" – ასე­თია ხალ­ხის გან­წყო­ბა, რაც ძალ­ზე სა­ხი­ფა­თოა. თუ მთავ­რო­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი არ შე­ი­ტა­ნა სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ში, ანუ არ და­ი­წყო მარ­თლა მოქ­მე­დე­ბა, მათ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­ვარ­დნე­ბი ელით. გარ­და ამი­სა, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ხალ­ხი მთავ­რო­ბას უარ­ყოფს. ფრთხი­ლად!!!
ვხე­დავ, გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი ისევ გაგ­რძელ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის პა­სუ­ხე­ბი კი იქ­ნე­ბა სულ ერთი და იგი­ვე: " ვმუ­შა­ობთ, ვი­ძი­ებთ!" და ამას ბოლო არ აქვს.


მე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვარ, ვიყო ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი, რომ ადა­მი­ა­ნებს არ შე­ე­შინ­დეთ ჩემი.
скачать dle 11.3
529 / 24 September 2019
loading...
სხვა სიახლეები
კომენტარები